23 ოქტომბერი 2018,   08:26
ვრცლად
პირად საუბრებში უცხოელები ქუმსიშვილს მოიხსენიებენ, როგორც "მისტერ 10 პროცენტს" - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „ომეგა ჯგუფსა“ და თამბაქოს ბიზნესის წილების გადანაწილებაზე საუბრობს. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ თამბაქოს წილების გადანაწილებაში ყოფილი მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილი.

„ქუმსიშვილს უცხოელებიც კი პირად საუბრებში „მისტერ 10 პროცენტი“ ჰქვია, ის ყველგან წილში იყო, პრაქტიკულად, რა თქმა უნდა, არა ქუმსიშვილი, მისი სახით მაღალი სუბსტანციები,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილთან ყოველთვიურად მიჰქონდა 70 ათასი დოლარი. გვარამიას თქმით, მმართველი პარტია შავი ფულით ფინანსდება.

„ჩვენ ვიცით, რომ ქუმსიშვილი იყო პარტიის შავი ფულის შემგროვებელი და ჩვენ მოსმენილი გვაქვს ერთერთი ბიზნესმენისგან და მე არაერთი ბიზნესმენისგან, რომ მათ კონკრეტული ტარიფი ჰქონდათ დაწესებული და მათ ჩემოდნით მიჰქონდათ ყოველთვიურად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით თამბაქოს ბაზრის წილებს მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ანაწილებს. საქმეში ჩართულები არიან ყოფილი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ამ ჩანაწერით დგინდება, რომ ბიზნესს სწორედ ქუმსიშვილი უწესებდა კვოტებს, ვის რამდენი სიგარეტის გაყიდვა შეეძლო. 

დღის ამბები