19 აპრილი 2024,   21:08
ვრცლად
"ჩვენ უკვე ძალიან დიდი მასშტაბის კორუფცია გვაქვს ამ ქვეყანაში," - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორი ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ წილების გაყოფისა და თამბაქოს ბიზნესის განკარგვის შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. ჩანაწერების შესახებ ნინო ჯანგირაშვილი გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში საუბრობს. 

ჯანგირაშვილი ამბობს, რომ აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ბოლო დღეებში გავრცელდა, ნათელს ხდის, რომ ქვეყანაში დიდი მასშტაბის კორუფცია სუფევს.

„ეს ჩანაწერიც, რაც დღეს გამოქვეყნდა და ის ჩანაწერებიც, რაც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ცხადად მეტყველებს ერთ რამეს, რომ ჩვენ უკვე ძალიან დიდი მასშტაბის კორუფცია გვაქვს ამ ქვეყანაში. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ახლა უკვე მთავარი პარტიის ლიდერი ძალიან მასშტაბურ კორუფციულ სქემებში და მინიმუმ არაკეთილსინდისიერ მართვაში არიან ჩართული ამ ქვეყნის და ეს არის უკვე ძალიან მასშტაბური პრობლემა,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „იბერიას“ გარშემო განვითარებული მოვლენები მისთვის გაკვირვების საგანი არ ყოფილა.

„ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის გაცხადებული. მას უნდა რომ მმართველობაში დარჩეს მინიმუმ 2030 წლამდე,“ - აღნიშნა ჯანგირაშვილმა.

ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, ყველაფერი მას ექვემდებარებოდეს, მათ შორის მედია და ბიზნესი. 

დღის ამბები