ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლის-ყურეში 25 წლის ქალს ეძებენ. ასიათა საიდოვა სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ის სახლიდან მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ წავიდა. მათივე თქმით, ამავე მიზეზით ქალმა თვითმკვლელობაც სცადა.
სამძებრო ოპერაციაში სამართალდამცავები არიან ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, საიდოვამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.