25 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
"მთავარი გამოწვევები, რაც არის ამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს" - არასამთავრობო სექტორი კანაფის კულტივაცია-ექსპორტის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ეხმაურება 

კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სამუშაო ჯგუფის შესაძლო შექმნას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

მესამე სექტორი ჯგუფის მუშაობაში ჩართვას მას შემდეგ აპირებს, რაც ისინი ხელისუფლებისგან განსახილველ საკითხებსა და სამუშაო ვადებზე კონკრეტულ წინადადებებს მოისმენენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში თვლიან, რომ სამუშაო ჯგუფი ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი თემებიც უნდა განიხილოს.

„მთავარი გამოწვევები, რაც არის ამ მიმართულებით ამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. ეს არ უნდა იყოს ფრაგმენტული. უნდა ვიცოდეთ თუ რაიმე ფორმატებზე იქნება საუბარი, თუ რა არის ეს რა მიზანს ისახავს და რა შედეგი უნდა მივიღოთ.

ამის გარეშე ამ ფორმატებში ჩართვა და მონაწილეობის მიღება იქნება მორიგი გაგრძელება იმ პოლიტიკისა რომელიც ამ დრომდე იყო“- ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი სოფო ვერძეული კი ფიქრობს, რომ ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობა არ დგას.

მისი განცხადებით, თუ მაინც იქმნება სამუშაო ჯგუფი, მესამე სექტორმა უნდა იცოდეს რა საკითხები დგას ამ ფორმატში.

კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. მასში საპატრიარქოს წარმომადგენლები, ექსპერტები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები გაერთიანდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები