18 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
ტერიტორია ჭყონიას ზურაბიშვილის ფონდში გადარიცხული თანხის სანაცვლოდ - გიგა შუშანია, "ქართულ ოცნებას" კორუფციაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია"-ს წევრი გიგა შუშანია, "ქართულ ოცნებას" კორუფციაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ხელისუფლება ქალაქის ცენტრში ყოფილი მუზეუმის ისტორიულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას ბიზნესმენ თემურ ჭყონიაზე, პირდაპირი წესით ასხვისებს. ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად კი ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ხვალ ჩანიშნა, სადაც მხოლოდ ერთი საკითხია განსახილველი.

შუშანია გადაწყვეტილებას ბიზნესმენის მიერ, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ფონდში ჩარიცხულ თანხას უკავშირებს. მისი თქმით, შემოწირულობის სანაცვლოდ ტერიტორიის დაჩქარებული წესით გადაცემა იგეგმება. 

,,თემურ ჭყონია და კოკა-კოლა ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიის გადაცემას, თუმცა ქართულმა ოცნებამ ახლა გადაწყვიტა დაჩქარებული წესით გადასცეს შენობა ბიზნესმენს, რადგან კომპანია კოკა კოლამ სალომე ზურაბიშვილის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა. სწორედ ამის სანაცვლოდ, მთავრობამ გადაწყვიტა ტერიტორიის გადაცემა, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია" - ამბობს გიგა შუშანია.

დღის ამბები