23 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებმა რუსული მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ხმელთაშუა ზღვის თავზე რუსული მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. IL 20, რომლის ბორტზეც 14 სამხედრო იმყოფებოდა ხმეიმიმის ბაზაზე ბრუნდებოდა.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი რადარიდან იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ისრაელის მოიერიშეები ლატაკის პროვინციაში ასადის ძალების პოზიციებზე ბომბავდნენ.

რუსულ თვითმფრინავს, საპასუხო იერიშის დროს, სირიელების მიერ გასროლილი რაკეტა მოხვდა. ინციდენტთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

სავარაუდოდ თვითმფრინავი ჩამოგდებულია იმ საჰაერო თავდაცვის სისტემით, რომელიც რუსეთმა სირიას რამდენიმე წლის წინ გადასცა.

ბორტზე მყოფი სამხედრო პერსონალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები