20 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
"ერთი დეპუტატის გამოსვლა არაფერს ცვლის, ჯამში ისევ ეს ჯგუფი გააგრძელებს "ქართული ოცნების" თამაშს"-კაპანაძე ჩხეიძის "პატრიოტთა ალიანსიდან" წასვლაზე

„პატრიოტთა ალიანსიდან“ ნატო ჩხეიძის წასვლას საპარლამენტო უმცირესობა უმნიშვნელო ცვლილებად აფასებს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა დატოვებს თუ არა ფრაქციას ჩხეიძე, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტში დარჩენილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატები „ქართული ოცნების“ თამაშს გააგრძელებენ.

„ეს პოლიტიკური ჯგუფი ქართულმა ოცნებამ შეიყვანა პარლამენტში თავის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მატ სჭირდებათ ასეთი რადიკალურად განწყობილი ულტრაშოვინისტური აზრებისა და ჩემი აზრით საქართველოსთვის დამღუპველი აზრების მქონე პოლიტიკური ჯგუფი და თავის მიზნებისთვის იყენებენ ამას. ერთი დეპუტატის გამოსვლა არაფერს ცვლის ,ჯამში ისევ ეს ჯგუფი გააგრძელებს "ქართული ოცნების" თამაშს,“-ამბობს სერგი კაპანაძე.

ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ განცხადება “პატრიოტთა ალიანსიდან“ გასვლის შესახებ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. დეპუტატი გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს საპარლამენტო ტრიბუნიდან გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები