25 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე

„რა სიკეთე მოუტანა საქართველოს იმან, რომ პირდაპირ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მონასტრიდან არ გამოსულან და მონასტრის ეზოდან გარეთ რომ არ გაუხედავთ, რიგში რომ იდგნენ საარჩევნო უბნებთან?“ - ეს განცხადება, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მეუფე გრიგოლი ადასტურებს, რომ 2012 წლის არჩევნებში სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებში ჩართულები იყვნენ.

მეუფე ქვეყანაში დღეს შექმნილ სიტუაციას აფასებს და პარალელს 2012 წლის არჩევნებთან ავლებს, რომელშიც სასულიერო პირები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

მეუფე გრიგოლის თქმით, დღეს მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

„რა სიკეთე მოუტანა საქართველოს იმან, რომ პირდაპირ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მონასტრიდან არ გამოსულან და მონასტრის ეზოდან გარეთ არ გაუხედავთ, რიგში რომ იდგნენ საარჩევნო უბნებთან და ძალიან აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოლიტიკურ არჩევანს და ფაქტია, ახლა, ეს ხომ დამალული არ არის, რომ რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში. შეხედეთ, რა მოიტანა და რა შეიძლება მოიტანოს. ასე, რომ მე ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხალხმა უნდა გამოიჩინოს სიბრძნე და გონიერება და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისი შვილების მომავლისთვის და მისი ქვეყნისთვის, პირადად მისთვისაც იქნება სასარგებლო,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლი ფოთში მიმდინარე კონფერენციას ესწრება, რომელიც „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ მიმდინარეობს და მისი მთავარი თემაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ოკუპაცია. კონფერენციას ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წევრები, უსაფრთხოების და პოლიტიკის ექსპერტები და სასულიერო პირები. 

სასულიერო პირები ხელისუფლებას უკვე ღიად უპირისპირდებიან და რამდენიმე მათგანმა ამბიონიდან მრევლს მოუწოდა, რომ არჩევნებზე ხმა სალომე ზურაბიშვილს არ მისცენ.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები