25 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
​"როგორც კი ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები განსაკუთრებით ადამიანთან, რომელიც იყო ჩინოვნიკი ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება უნდა დაიწყოს“ - გახარია სკანდალურ ჩანაწერებზე

ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილების შესახებ „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

გიორგი გახარია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. მინისტრის განცხადებით, როცა ჩნდება კითხვის ნიშნები ყოფილი ან მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის შესახებ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

„როგორც კი ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები განსაკუთრებით ადამიანთან, რომელიც იყო ჩინოვნიკი ან არის ჩინოვნიკი გამოძიება უნდა დაიწყოს“-აცხადებს გიორგი გახარია.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერებში თამბაქოს ბიზნესისა და "ომეგა ჯგუფის" წილების გადანაწილების შესახებ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, მისი კომპანიონი და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელ ზაზა ოქუაშვილთან საუბრობენ.

ჩანაწერში მთავარ ვერტიკალად ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი სახელდება, საქმეში ასევე ფიგურირებენ ყოფილი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

დღის ამბები