16 აპრილი 2024,   09:28
ვრცლად
მოდის ინდუსტრიის მაგნატი - 42 წლის იასაკუ მაეძავა, მთვარეზე მიფრინავს

მოდის ინდუსტრიის მაგნატი მთვარეზე მიფრინავს. 42 წლის იასაკუ მაეძავა პირველი მგზავრი იქნება, რომელიც ილონ მასკის კომპანიის კუთვნილი ხომალდ ბიგ ფალკონით მთვარეს გარშემო შემოუვლის.

ჩარტერული ექსპედიცია 2023 წელს იგეგმება. კოსმოსური ტურისტის ვინაობა სფეის იქსის შტაბ-ბინაში, კალიფორნიაში, საზეიმოდ გამოაცხადეს.

იაპონელი მილიარდერი, რომლის ქონება 2 მილიარდ 900 მილიონია, მთვარეზე უფასოდ რამდენიმე ხელოვანსაც წაიყვანს.

NASA-ს აპოლონის მისიის შემდეგ ეს იქნება დედამიწის თანამგზავრზე ადამიანის პირველი მოგზაურობა.

ექსპედიციის ფინანსური დეტალები გასაიდუმლოებულია.

 

დღის ამბები