24 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
ძალიან ზედაპირზეა ეს ყველაფერი, რომ ინტერესი არის ბატონი ივანიშვილის - ადა მარშანია "ომეგას" საქმეზე

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი, ადა მარშანია მისი თანაგუნდელის, ნატო ჩხეიძის მიერ ფრაქციიდან წასვლასთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მარშანიას განცხადებით, ჩხეიძის გადაწყვეტილების შესახებ "რუსთავი 2"-დან გაიგო.

ადა მარშანიამ არ იცის, რა ბედი ელის ფრაქციას. მარშანიას განცხადებით, ნატო ჩხეიძესთან შეხვედრა ჯერ არ ჰქონიათ და შესაბამისად, მოლაპარაკებები არ გამართულა.

„ჩვენთვის ეს იყო მოულოდნელი ფაქტი, ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით, შევიტყვეთ თქვენი გენიალური ტელევიზიიდან. რატომ დატოვა არ ვიცით, რა მიზეზით, არ ვიცით, ალბათ, დღის განმავლობაში გავიგებთ,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

რაც შეეხება „ომეგა ჯგუფს“ და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, დეპუტატი ამბობს, რომ სახეზეა ბიზნესზე ზეწოლა და რეკეტი სახელმწიფოს სახელით.

„ომეგას ირგვლივ განვითარებულ სიტუაციის თაობაზე ჩვენ არაფერი არ ვიცით, დეტალებზე არაფერი არ ვიცით. ვიცით, რომ ზოგადად, იყო ზეწოლა "ომეგა ჯგუფზე", როგორც საერთოდ არის ზეწოლა ბიზნესზე, უბრალოდ, ვის, როგორი ფორმით აწვებიან,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

მარშანიას თქმით, დღესდღეობით ბიზნესზე ზეწოლა მუდმივად მიმდინარეობს.

„დიდი ეჭვი გვაქვს და ძალიან ზედაპირზეა ეს ყველაფერი, რომ ინტერესი არის ზუსტად, რომ ბატონი ივანიშვილის და ზუსტად, რომ მისი ნათესავის მამაცაშვილის და იმის იმედიც არ გვაქვს ჩვენ, რომ ან პროკურატურა ან ჩვენი სახელოვანი სასამართლო მურუსიძის თამადობით, რამე ჭეშმარიტებას დაადგენს,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

დღის ამბები