20 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტი დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლეს - გერმანელი მედიკოსების დასკვნა

კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტი დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლეს - ასეთია გერმანელი მედიკოსების დასკვნა პიოტრ ვერზილოვზე, რომელიც უკვე მეოთხე დღეა, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

ექიმების განცხადებით, მოწამვლის შედეგად პაციენტს ნერვული სისტემა დაუზიანდა, თუმცა, იმედოვნებენ, რომ მის სრულ გამოჯანმრთელებას შეძლებენ.

პიოტრ ვერზილოვი ქუჩის ხელოვანთა ჯგუფ ვოინას წევრი და PUSSY RIOT-ის პროდიუსერია.

აქტივისტი ხშირად აწყობდა კრემლის საწინააღმდეგო პერფორმანსებს. გასულ კვირას ის უგონო მდგომარეობაში მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოხვდა. რამდენიმედღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კი სპეცრეისით ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. 

დღის ამბები