20 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა - პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს უჩივის

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს საქალაქო სასამართლოში უჩივის. მსოფლიო ბანი დავითაშვილისგან ბოდიშის მოხდას პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ითხოვს.

მისმა ადვოკატმა, მარიამ ჩიქოვანმა, დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

კობა დავითაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბურჭულაძე ფონდ იავნანადან ფულს იპარავდა.

ბურჭულაძე, ბოდიშთან ერთად, დავითაშვილისგან, კომპენსაციის სახით, 25 ათას ლარს ითხოვს. უფლებადამცველის განცხადებით, ეს თანხა ფონდში გადაირიცხება.

„კობა დავითაშვილმა საჯაროდ დასდო ბრალი პაატა ბურჭულაძეს ბავშვების ფულის მოპარვაში. მან განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე იპარავდა ფონდ იავნანაში საქველმოქმედო მიზნით შესულ თანხებს და იდებდა ჯიბეში. გარდა იმისა, რომ ეს განცხადება წარმოადგენს სიცრუეს და ცილისწამებას, ის არის მიზანმიმართული PR-კამპანიის ნაწილი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მიზნით,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები