20 აპრილი 2024,   00:56
ვრცლად
ბოლნისის პოლიციაში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი, სამირა ისმაილოვა, დაიბარეს

ბოლნისის პოლიციაში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი, სამირა ისმაილოვა, დაიბარეს.

საქმე ეხება ბოლნისის საოლქო კომისიის წევრების მიერ სახელმწიფო ტენდერების უკანონოდ მოგების საკითხს.

ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ხმაურიანი განცხადება გააკეთეს.

სამირა ისმაილოვას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქართული ოცნება დაინტერესდეს ფაქტებით და დაკითხვაზე დაიბარონ კომისიის წევრები, ისინი ფაქტების უგულვებელყოფას ახდენენ.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ჩვენ დაგვაშინონ და შეგვაშინონ და აღარ ვისაუბროთ იმ ტენდენციაზე, რაც ხდება ბოლნისის რაიონში, თუ რა უკანონობას ჩადის ადგილობრივი ოლქი იმის სანაცვლოდ, რომ წახალისების სახით იღებენ ფულად ჯილდოებს, ხელფასებს, დანამატებს და ასევე ტენდერებში იგებენ,“ - განაცხადა სამირა ისმაილოვამ.

დღის ამბები