19 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
პრემიერი საარჩევნო სკანდალში ეხვევა - საპრეზიდენტო კანდიდატის სიაში მამუკა ბახტაძის ხელმოწერის არსებობას პროკურატურა იძიებს

პრემიერმინისტრი საარჩევნო სკანდალში ეხვევა - მთავრობის მეთაურის ხელმოწერა გაყალბებულია ან მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების კონკურენტის, სახელმწიფო ხალხისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის - მიხეილ ანთაძის, მხარდამჭერია.

როგორ აღმოჩნდა, პრემიერმინისტრი ბახტაძე პარტია სახელმწიფო ხალხისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის, რეჟისორ და მწერალალ მიხეილ ანთაძის, მხარდამჭერთა სიაში, ამას პროკურატურა გაარკვევს.

ცესკო ამბობს, რომ სიაში სხვა უზუსტობებსაც მიაგნო. თამარ ჟვანიას უწყებაში დღეს საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, რომ დარღვევები იყო ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილ სიებში, რის შესახებაც მათ მოქალაქეებმა ცხელი ხაზის საშუალებით აცნობეს. ორივე სია უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში.

ცესკო პერსონალური მონაცემების გავრცელებას კატეგორიულად უარყოფს.

ნიკა მაჭუტაძე, რომლის პარტიის მხარდამჭერებში ცესკომ პრემიერის გვარი აღმოჩინა, მიჩნევს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს და წარდგენილ სიებში პრემიერის გვარი განზრახ ჩაწერეს.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა, ამბობს, რომ სიების საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნის ახალი პრაქტიკა ადასტურებს, რომ ცენტრალურ საარჩევნოს კომისიას რეალურად ხელისუფლება და სუს-ი მართავს.

როგორ მოხვდა მოქმედი პრემიერმინისტრი ოპოზიციის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში, ამას პროკურატურა გამოიძიებს. შეუქმნის თუ არა ეს ფაქტი ოპოზიციურ პარტიებს პროცედურულ ბარიერებს საარჩევნოდ, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

ამავე თემაზე
დღის ამბები