11 დეკემბერი 2018,   18:47
ვრცლად
„სალომეს უნდა ესროლო ტყვია... არ ვიცით ჩვენ, ვინ დაიწყო ომი? დაქცეულმა პუტინმა დაიწყო“ - ქართლში ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურებიან

„საქართველომ როგორ დაიწყო ომი? მესმის, სხვაგან შეხვიდე, სხვის ტერიტორიაზე და დაიწყო ომი, საკუთარ ტერიტორიაზე ომს არ იწყებენ,“ - ასე ეხმაურებიან ხაშურში საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას იმის თაობაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

როგორ აფასებთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველომ დაიწყო ომი? - ამ კითხვაზე ქართლის რაიონის სხვადასხვა ქალაქებში პასუხები, თითქმის, ერთგვაროვანია. ხაშურში, ქართლში, გორში, კასპში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა თავი რუსეთს მოაწონა და პირდაპირ კრემლის დავალება შეასრულა.

„მაგას რა უნდა საერთოდ მთავრობაში, ეგ არის  ჯაშუში, აგენტი რუსეთის,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

ქართლში ამბობენ, რომ ქვეყანა იძულებული იყო, თავი დაეცვა და ეს სალომე ზურაბიშვილმა კარგად უნდა იცოდეს.

„როგორ, ჩემს ტერიტორიაზე რომ მტერი შემოვიდეს, არ უნდა დავხვდე?“ - ამბობენ ქარელში.

მოქალაქეების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის ამგვარი განცხადებები აღიზიანებთ.

„სალომეს უნდა ესროლო ტყვია. არ ვიცით ჩვენ, ვინ დაიწყო ომი? დაქცეულმა პუტინმა დაიწყო,“ - აცხადებენ ქარელში.

ქართლის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ქალს, რომელსაც პრეტენზია აქვს პრეზიდენტობაზე, უნდა ჰქონდეს სურვილი, საკუთარი ქვეყანა დაიცვას და მას ცილი არ დასწამოს.

„მე გორელი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა,“ - აცხადებს გორის ერთ-ერთი მკვიდრი.

 

დღის ამბები