20 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან - ზაზა სარალიძე შიმშილობას წყვეტს 

ზაზა სარალიძე შიმშილობას წყვეტს. შვილმოკლულმა მამამ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

აუდიენცია მის უწმინდესობასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვეტილია, მოთხოვნების შესრულებამდე 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის მამა საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს.

„მოწოდება რაც იყო უწმინდესისგან, იყო რომ შიმშილი შემეწყვიტა და ადგილზევე შევწყვიტე შიმშილი, იქიდან გამომდინარე, ამდენი დღის შემდეგ თავად მომაწოდა საკვები და ალბათ, იმან იმოქმედა, იმიტომ ვარ ასე, არ ვიცი. აქციებთან დაკავშირებით არ გვილაპარაკია. მკითხა, საქმის მსვლელობა როგორ არისო, რაც ხდება აბსოლუტურად მოკლე მონახაზით მივაწოდე ინფორმაცია, რომ არც არაფერი არ ხდება და ისევ და ისევ მკვლელებს აფარებენ ხელს. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მართლა სატანები არ მოშორდებიან ამ ქვეყანას,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები