19 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
„ჩვენ წავედით რუსეთში თუ რუსები მოვიდნენ აქ ბავშვების დასახოცად? არ შეიძლება ასე!“ - ზურაბიშვილის განცხადებებს სამეგრელოში აფასებენ

„სალომე ზურაბიშვილის გარდა ვერ მოძებნეს ვერავინ? გაუშვან ისეთი, ვისაც ტვინი აქვს და მოემსახურება ხალხს“ - ასეთია სალომე ზურაბიშვილის განცხადებების მიმართ სამეგრელოში მცხოვრები მოქალაქეების ერთი ნაწილის დამოკიდებულება.

სენაკში, ზუგდიდში, ფოთში  თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა, რადგან თვითონ რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ომისთვის მზადება 2008 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

„გასაგდებია, საიდანაც მოვიდა, იქ უნდა გაუშვან,“ - ამბობენ სენაკში.

მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს, ქვეყანას ცრუ პრეზიდენტი ეყოლება.

„ტყუილია ეგ. ვინ დაიწყო, ჩვენ იქით წავედით თუ რუსები მოვიდნენ აქ ბავშვების დასახოცად? რამდენი ბავშვი დახოცეს, რამდენი სახლი ააფეთქეს? ჩვენ წავედით რუსეთში?“ -ამბობენ ზუგდიდში.

გამოკითხული მოქალაქეების მხოლოდ ერთეული ნაწილი  გამოხატავს სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპათიას და ამბობს, რომ მზად არის, არჩევნებში ხმა მისცეს.

დღის ამბები