11 დეკემბერი 2018,   01:05
ვრცლად
"ქულებს იწერს ივანიშვილთან, ივანიშვილი კიდევ მოსკოვთან" - თბილისელები ზურაბიშვილს, აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებების გამო, აკრიტიკებენ

„ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა ფიქრობდეს,“ - ასე აფასებენ თბილისში საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას, რომელმაც საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

თბილისში აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ რუსეთს ჯარები მანამდე ჰყავდა შემოყვანილი.

„ქალი, რომელიც საპრეზიდენტოდ ემზადება, ცოტა სერიოზულად უნდა განაცხადოს თავისი აზრები. ვერ დავუჭერ მხარს მე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

თბილისელები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი მის განცხადებებს იზიარებს.

„არ მინდა, რომ ეგ იყოს პრეზიდენტი,“ - აცხადებენ თბილისში და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

თბილისში მმართველ პარტიასაც აკრიტიკებენ მისი მხარდაჭერის გამო.

თბილისში სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით „მოღალატეობრივს“ უწოდებენ. მოსახლეობის თქმით, ქვეყნის იმიჯის საზიანოა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ასეთ განცხადებას აკეთებს.

„ქულებს იწერს, ქულებს იწერს ეგ ივანიშვილთან, ივანიშვილი კიდევ მოსკოვთან და ა.შ. ეს ერთობლივი ჯაჭვია,“ - ამბობენ თბილისში.

დღის ამბები