20 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
ესპანეთში ე.წ. "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ესპანეთში ე.წ. "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი, რომლის სახელი და გვარიც არ სახელდება, კრიმინალურ დაჯგუფების საქმიანობას ბარსელონაში, ასევე ალიკანტესა და სევილიაში ხელმძღვანელობდა. დაჯგუფებას ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა 130 ათასი ევრო, 2 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები, ელექტროტექნიკა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს. პოლიცია სულ მცირე 10 ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი სპეცოპერაცია ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ კატალონიაში სექტემბრის დასაწყისშიც ჩატარდა. 

დღის ამბები