25 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა.

მხარეებმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

უმაღლესი კომისრის შეფასებით, ამ მიმართულებით, საქართველოში ფუნდამენტური პრობლემები არ არსებობს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კონტექსტში განათლების სისტემის რეფორმირებაზე.

დღის ამბები