24 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
25 კგ ჰეროინი, კილოგრამზე მეტი კოკაინი, ათასობით აბი სუბუტექსი და სუბოქსინი - შს სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა

ორდღიანი მასშტაბური ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა. მათგან 2 ქალი და ირანის ოთხი მოქალაქეა. ყველა საფუძველზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე ამოღებულია 25 კგ ჰეროინი, კილოგრამზე მეტი კოკაინი, ათასობით აბი სუბუტექსი და სუბოქსინი.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 8 შეკვრა ჰეროინი და სხვადასხვა სახის აბები.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1980 წელს დაბადებული მ.ფ. და 1989 წელს დაბადებული ა.ი. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონოდ იძენდნენ ნარკოტიკულ საშულებას და სისტემატურად ახდენდნენ მის რეალიზებას.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 4 მოქალაქე.

პირადი ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ფეხსაცმელების ძირებიდან ამოღებულია 2 კილო და 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს” - აცხადებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ბორცვაძე.

დღის ამბები