17 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
”ლიბერალის” რედაქტორზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

”ლიბერალის” რედაქტორზე, ზურაბ ვარდიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარდა ჟურნალისტის და ინციდენტის თვითმხილველთა გამოკითხვები. ზურაბ ვარდიაშვილმა თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა.

დღის ამბები