19 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
"ეკლესიას ეკითხება როგორ იქნება მისი მრევლი" - მეუფე მელქისედეკი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს 

საპატრიარქოში წმინდა სინოდის თათბირი დასრულდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არ აკონკრეტებენ რა იყო განხილვის მთავარი თემა. შეხვედრიდან გამოსული მეუფეები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებზე აკეთებენ შეფასებას, რომელიც მან მღვდელმთავრების მისამართით გუშინ გააკეთა.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ ეკლესია პოლიტიკაში ერევა, რაც სასულიერო პირების საქმე არ არის. გარდა ამისა, ხელისუფლების რჩეულმა კანდიდატმა მღვდელმთავრები კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.

მღვდელმთავრები კი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ალოგიკურია და საზოგადოების, მრევლის მდგომარეობა არის ეკლესიის საქმე.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი ზურაბიშვილის განცხადებებს სამწუხაროს უწოდებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოების ჩართულობით მიიღოს.

„სამწუხაროა თუ ასეთი გამონათქვამები აქვს, იმიტომ რომ მღვდელმთავრებს გვეკითხება რა თქმა უნდა, ეკლესიას ეკითხება როგორ იქნება მისი მრევლი და რა სულიერ მდგომაროებაში იქნება. 

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ უფრო ჩართულობა ჰქონდეს ეკლესიასაც და საზოგადოებასაც თუ რამის მიღებას აპირებს, სჯობს ახლოს იყოს ხალხთან და მათ გულისცემას გრძნობდეს აუცილებლად“-ამბობს მეუფე მელქისედეკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები