23 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე," - მსოფლიო ბანკის სკანდალური დასკვნა ჰესების მშენებლობაზე

გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები და სკანდალური დასკვნა გიგანტურ ჰესებთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. 17 გვერდიანი დოკუმენტი ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესების შესახებ არის მომზადებული. მსოფლიო ბანკის სპეციალისტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ. დოკუმენტში წერია, რომ ჰესების აშენების შედეგად საქართველო ელექტროენერგიას იმაზე უფრო ძვირად მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა მომხმარებლებისთვის ტარიფი კი მნიშვნელოვნად გაიზრდება. დასკვნას, რომელიც 2018 წლის დასაწყისში მომზადდა და აქამდე არ საჯაროვდებოდა, საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები. ენერგეტიკოსები და გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფის პარალელურად საქართველო მილიარდობით ფინანსურ დანაკარგს მიიღებს.

"დღევანდელი 12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე,"-აცხადებს "მწვანე ალტერნატივის" წევრი, დავით ჭიპაშვილი.

”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თანათავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ნინო ჩხობაძე კი განმარტავს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი დასკვნა იდება და ეკოლოგიურ საფრთხეებზეა საუბარი, აუცილებელია არსებული პროექტების გადახედვა.

"ნათელია, რომ იქ არის საკმაოდ სერიოზული გარემოს დაცვითი პრობლემები,"-აცხადებს ნინო ჩხობაძე.

დღის ამბები