20 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის დასკვნას სესიაზე განიხილავენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას დღეს სესიაზე განიხილავენ.

დოკუმენტი, მკვლელობის როგორც ფაქტობრივ გარემოებებზე,ისე იმ დარღვევებზე მიუთითებს, რომლებიც კომისიის წევრებმა მასალების შესწავლის შედეგად აღმოაჩინეს.

დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა ამ დასკვნას უცნობია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დოკუმენტი პოლიტიკური შინაარსის არ იქნება.

დღის ამბები