13 დეკემბერი 2018,   04:40
ვრცლად
"რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ" - მამუკა ბახტაძის ინტერვიუ "ფოქს ნიუსთან"

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ამერიკასთან პარტნიორობის საკითხები და ნატოში ინტეგრაციის პროცესი - ამ თემების შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში.

მამუკა ბახტაძემ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაც განიხილა.

"რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, ქვეყნის ტერიტორიის 20%. რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე.

"სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. დიახ, ნატოს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ჩვენი რეგიონი ბევრად უფრო პროგნოზირებადი და მდგარდი გახდება, რაც ისევ რუსეთის ინტერესებში შედის"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები