საქართველო უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორად რჩება - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ ამ შინაარსის ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, მართვა და მათზე რეაგირება.
“საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან. მონაწილეობს ალიანსის კოალიციაში ISIS-ის წინააღმდეგ, არაერთი საერთაშორისო ანტიტერორისტული კონვენციისა და შეთანხმების წევრია,” -წერია დოკუმენტში.
ანგარიშში ნახსენებია 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ასევე პანკისში ჩატარებული ოპერაცია.