18 ოქტომბერი 2018,   10:12
ვრცლად
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები საპროტესტო აქცია-პერფომანსს პერმანენტულად გააგრძელებენ

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები საპროტესტო აქცია-პერფომანსებს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ.

მანამდე კი ისინი სააპელაციო საბჭოს განცხადებით მიმართავენ.

უნვერსიტეტის ხელმძღვანელები იმ გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ, რომელმაც სასწავლებელს პირველკურსელების მიღების უფლება ჩამოართვა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები განცხადების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

პარალელურად სამინისტროს მოუწოდებენ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ გაკეთდეს ისეთი შინაარსის განცხადებები, რაც დააზარალებს უნივერსიტეტისა და სტუდენტების ინტერესებს.

„შემჭიდროვებულ ვადებში დააყენონ საკითხი შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის პირველკურსელების მიღების აკრძალვის გაუქმებაზე, ვიდრე სტუდენტები არ ჩათვლიან, რომ სამართლიანი სურათი აღდგა უნივერსიტეტისთვის ისინი აგრძელებენ პერფომანსებს თუ აქციებს“-ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი სალომე სუხიშვილი.

დღის ამბები