25 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური და ის ყოველთვის იცავდა ამ წესს - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი საქართველოს პატრიარქის განცხადებას ეხმაურება და მის შინაარს იზიარებს.

მისი თქმით, პატრიარქი ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა, რომ ეკლესია აპოლიტიკურია და ის პოლიტიკურ პორცესებში არ ერევა.

„ჩვენი პატრიარქი ყოველთვის, მე რაც ჩართული ვარ, როგორც მოქალაქე ვინც ტელევიზიით ადევნებდა თვალს მოზარდობიდან დაწყებული პროცესებს ამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე პოლიტიკაში ჩართული ადამიანი - ყოველთვის ჩვენი პატრიარქი ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური და არ შეიძლება ეკლესია მხარს უჭერდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს და ის ყოველთვის იცავდა ამ წესს.

ამიტომ მის განცხადებაში არც ახალია რაიმე, არც გასაკვირი და ეს ბუნებრივიც არის საერო სახელმწიფოში როგორიც არის საქართველო,“-აცხადებს წულუკიანი.

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი.

დღის ამბები