11 დეკემბერი 2018,   18:52
ვრცლად
თუ ეკონომიკურად მოსახლეობას შვებას მოუტანს, რატომაც არა - წულუკიანი მარიხუანას კულტივაციაში "საპანიკოს" ვერაფერს ხედავს

იუსტიციის მინისტრმა მარიახუანას კულტივაციის შესახებ მიმდინარე ინიციატივაზე ისაუბრა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ საპანიკო არაფერია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მარიხუანას კულტივაციის საკითხი მშვიდ და ემოციებისგან დაცლილ გარემოში იქნას განხილული. მინისტრია ამბობს, რომ საკითხი კომპლექსურია და ყველამ ერთად უნდა გადაწყვიტოს რა შედეგი ექნება კულტივაციას წულუკიანი ფიქრობს, რომ თუკი მარიხუანას ექსპორტზე გატანა ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავალს მოიტანს, ეს საკანონმდებლო ინიციატივა მისაღებია.

"თუ ყველა ერთად ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკურ პირობებს შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რატომაც არა.

"მე არ ვთვლი რომ რაიმე არის სანერვიულო წინასწარ, ან პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან მთავრობის ინიციატივის საფუძველი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ რაკი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც შემოუტანს შემოსავალს ჩვენს ქვეყანას"-ამბობს წულუკიანი.

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი

დღის ამბები