სახალხო დამცველი პარლამენტს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციებით მიმართავს. ნინო ლომჯარია მმართველ გუნდს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ომბუდსმენი ასევე მოითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე იმ პირების მიმართ, ვინც გამოძიებაზე გავლენა მოახდინა და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.