ტერეზა მეი ევროკავშირის ლიდერებს ბრექსიტის გეგმაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ვადა ორ თვეში იწურება და ოფიციალური ლონდონი დიალოგის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
ტერეზა მეი ზალცბურგში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებთან ერთად ოფიციალურ ვახშამს დაესწრო და ბრექსიტის საკითხებზე ილაპარაკა.
ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მის პრიორიტეტად რჩება ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება და ჩრდილოეთ ირლანდიისთვის მიცემული დაპირების შესრულება.
ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტის გეგმაზე მსჯელობას დღეს ზალცბურგში ტერეზა მეის გარეშე გააგრძელებენ.