25 აპრილი 2024,   08:52
ვრცლად
სტიქია აშშ-ში და გარდაცვლილი 36 ადამიანი - ტრამპი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა

დონალდ ტრამპი ქარიშხალ "ფლორენსის" შედეგად დაზარალებულ შტატებს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კაროლინაში ჩავიდა და ქალაქ ნიუ ბერნის მოსახლეობას შეხვდა. დონალდ ტრამპმა მოხალისეებთან ერთად მათ საკვები დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დაზარალებულებს არასდროს მიატოვებს. ქარიშხალმა ამერიკის სამხრეთ აღმოსავლეთ შტატებს გასულ კვირას გადაუარა და 36 ადამიანი იმსხვერპლა. აქედან ყველაზე მეტი - 27 ჩრდილოეთ კაროლინაში დაიღუპა.

დღის ამბები