24 აპრილი 2024,   21:56
ვრცლად
მარიხუანის კულტივაცია/ექსპორტი - "ქართული ოცნება" ფართომასშტაბიან კონსულტაციებს აანონსებს

მარიხუანის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მასშტაბურ კონსულტაციებს აანონსებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკითხს ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის ეკლესიის წარმომადგენლებთან განიხილავენ.

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ თუ მოსახლეობაში კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ შეწყდება და ინფორმაციის მიღების შემდეგაც საზოგადოება ცვლილებების წინააღმდეგი იქნება, კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ.

„ჩვენ ვაჩერებთ ამ კანონპროექტის განხილვას და გავმართავთ კონსულტაციებს, როგორც საპატრიარქოსთან, ეკლესიის წარმომადგენლებთან, ასევე საზოგადოების იმ წევრებთან, რომელიც დაინტერესებულია ამ საკითხით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნეს ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. გავმართავთ კონსულტაციებს, თუკი რაიმე შეკითხვები არსებობს, მაქსიმალურად უნდა გავცეთ ყველა შეკითხვას პასუხი და ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუკი დარჩება კიდევ კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით, არ გამოირიცხება ისიც, რომ ამ კანონპროექტის გაწვევა მოხდეს,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემაც გააკეთა. ლევან კობერიძის თქმით, პირველ რიგში დეკრიმინალიზაციაზე უნდა იმსჯელონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები