18 ოქტომბერი 2018,   10:13
ვრცლად
„ჩვენი რჩევაა, რომ ჯერ იფიქრონ და მერე გააკეთონ საქმე, სანამ ხელისუფლებაში არიან" - ირმა ნადირაშვილი 

"ევროპული საქართველოს" წევრები "ქართული ოცნების" მიერ კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის შეჩერებას და მის შესაძლო გაწვევას ეხმაურებიან. 

განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი მმართველ გუნდს ურჩევს, ჯერ დაფიქრებას და შემდეგ მოქმედებას ურჩევს. 

„ეკლესია მაშინაც არსებობდა, როდესაც ეს კანონპროექტი შემოიტანეს და მათ ეს იცოდნენ, ამ ინსტიტუტის არსებობს შესახებ, იცოდნენ ოპოზიციის არსებობის შესახებ. ხელისუფლებაში როდესაც ხარ, ვალდებული ხარ, რომ ამ ყველაფერზე იფიქრო, მას რა რეაქცია მოჰყვება. ამ მთავრობის უბედურება ის არის, რომ ისინი ჯერ აკეთებენ რაღაცას და მხოლოდ შემდეგ იწყებენ ფიქრს, რა შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენი რჩევაა, რომ ჯერ იფიქრონ და მერე გააკეთონ საქმე, სანამ ხელისუფლებაში არიან, შესაბამისად, ისეთ სამარცხვინო ვითარებაში, როგორშიც ახლა აღმოჩნდნენ, არ აღმოჩნდებიან, როდესაც დაჩქარებული წესით შემოტანილი კანონპროექტის უკან გატანა უწევთ,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები