11 დეკემბერი 2018,   01:03
ვრცლად
„გაცოცხლებული დრო“ - წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოფენა მოეწყო

გამოფენა სახელწოდებით, „გაცოცხლებული დრო“ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოეწყო. გამოიფინა ალექსანდრე ჭავაჭავაძის შვილთაშვილის კუთვნილი ჯიბის საათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში შემონახული მასალები, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის, მისი ოჯახის და თანამოაზრეების ტრაგიკულ ბედს ასახავს.

ჯიბის საათი, პეტერბურგში, მესაათე პაველ ბურესგან არის შეძენილი. საათი სახელობითია და მის სარქველზე ქართული მონოგრამა „ა ჭ“ და ჭავჭავაძეების საგვარეულო გვირგვინია დატანილი.

ისტორიული ნივთი 2018 წლის იანვარში ნიუ-იორკის ერთ-ერთ აუქციონზე შეიძინეს.

დღის ამბები