18 ოქტომბერი 2018,   10:13
ვრცლად
თბილისის მერია პარკინგის გადასახადს ზრდის - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოსაკრებლის ახალი სისტემით ფასი 15-ჯერ გაძვირდება

თბილისის მერია პარკინგის გადასახადს აძვირებს. დედაქალაქში მანქანის გაჩერება იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე მოქმედი 50-ლარიანი ტარიფია.

ახალი პროექტის მიხედვით, თბილისი ზონებად დაიყოფა და მძღოლს საათობრივადაც მოუწევს მანქანის გასაჩერებლად თანხის გადახდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალურ უბნებში ერთ საპარკინგე ადგილზე 1 საათით ავტომობილის გაჩერება მინიმუმ 2 ლარი ეღირება, თუმცა თანხა ქალაქის ზოგ მონაკვეთზე შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს.

მერიის ამ ინიციატივის მიხედვით, მძღოლების ნაწილს ორივე საფასურის გადახდა მოუწევს. წლიური 50-ლარიანი ტარიფის გარდა, თუკი ქალაქის ცენტრში ფასიან სადგომზე დააყენებს საათობრივადაც უნდა აანაზღაურონ, ეს თანხა კი წინასწარი გათვლებით წელიწადში 1000 ლარს აჭარბებს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოსაკრებლის ახალი სისტემით პარკინგის ფასი 15-ჯერ გაძვირდება.

პარკირების ახალი სისტემა მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები თვლიან, რომ ეს ევროპაში აპრობირებული სისტემაა და მისის დანერგვა თბილისში დასაშვებია.

ახალი პარკირების სისტემა თბილისში 2019 წლიდან ამოქმედდება. მერიამ ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობისა და ეკოლოგიური მდგომარეობის მიზნით მიიღო, მერია ამ ინიციატივას რამდენიმე კვირაში დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

დღის ამბები