14 ნოემბერი 2018,   22:41
ვრცლად
300 ათას დოლარიანი ლიმიტი თითოეული მინისტრისთვის - ზაზა ოქუაშვილი არაფორმალურ მმართველზე მიანიშნებს

300 ათას დოლარიანი ლიმიტი თითოეული მინისტრისთვის და პარტიის ფონდში გადარიცხული მილიონები - „ომეგა ჯგუფის“ პრეზიდენტი ზეწოლის სქემაში ჩართულ ხელისუფლების წევრებზე საუბრობს.

მას ჟურნალისტმა, ვახტანგ ხუზმიაშვილმა შეკითხვა დაუსვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიას“ დამფუძნებელს ძვირადღირებულ მანქანებს სთხოვდა.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ავტომობილები და მილიონობით დოლარი შესაძლოა, ქვედა რგოლებზე ნაწილდება. მისი განცხადებით, ყველა მინისტრს საკუთარი ლიმიტი აქვს.

ზაზა ოქუაშვილი ინტერვიუში არაფორმალურ მმართველზე მიანიშნებს.

„ყველა მინისტრს აქვს და ჰქონდა თავისი ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია 200-300 ათას დოლარში, როდესაც არის მილიონებზე საუბარი, იმის იქით უკვე სხვა ჯგუფია, თუნდაც, ჯგუფი, რომელიც შეიძლება ხელმძღვანელობდეს მთავრობას, მაგრამ არ იყოს პირდაპირ მთავრობა,“- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

დღის ამბები