15 დეკემბერი 2018,   00:44
ვრცლად
სად ვართ, სოციალიზმში ვართ? - ზაზა ოქუაშვილი ვანო ჩხარტიშვილს პასუხობს

„რომელი საღად, ნორმალურად მოაზროვნე ბიზნესმენი გაგიგიათ, რომ მიდიოდეს სადმე შეკრებაზე, აძლევდეს მისი კუთვნილი 100 პროცენტიდან 75 პროცენტს,“- ასე უპასუხა „ომეგა ჯგუფის“ დირექტორმა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას, სადაც მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს სპეკულაცია უწოდა.

ზაზა ოქუაშვილმა ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა მისი ბიზნესის გადანაწილების სქემაზე.

„ან კიდევ სად გინახავთ, რომ ორი კომპანია ინაწილებდეს 25-25 პროცენტს, სად ვართ ჩვენ, სოციალიზმში ვართ? ეს ხომ სოციალისტური კრიმინალური განაწილებაა მხოლოდ. რა უნდა გაერთიანდეს, როგორ უნდა გაერთიანდეს, 50 პროცენტი პარტიას, ე.წ. ფონდს. მითხრეს და ყველამ მოვისმინეთ,“- განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ვანო ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფს“ „თბილისის თამბაქოს“ შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა, თუმცა შეთანხმება საბოლოოდ ვერ შედგა. ბიზნესმენი ფაბრიკაციას უწოდებს ჩანაწერის იმ ნაწილს, სადაც ისმის, როგორ სთხოვენ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის სახელით ბიზნესის დათმობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები