24 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
მედეა ვასაძე აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ - გაერთიანებული ოპოზიციის წევრი პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს მიმართავს

გაერთიანებული ოპოზიციის " ძალა ერთობაშია"-ს წევრი, მედეა ვასაძე, აჭარის ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის "ალიანს ჯგუფში" დასაქმებას ეხმაურება.

მედეა ვასაძის განცხადებით, "ალიანს ჯგუფს" პირდაპირი მიყიდვის წესით ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, რუსთაველის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი, სწორედ დავით ბალაძის ფინანსთა მინისტრობის დროს გადაეცა.

ოპოზიციური გაერთიანების წევრის განცხადებით, ყოფილი მინისტრი კომპანიაში სწორედ ამის გამო დასაქმდა. მედეა ვასაძე საკითხით დაინტერესებისკენ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს.

ვასაძეს კითხვები აქვს ბათუმის ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებულ დაკარგულ თანხებზე და მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ პროექტებზე. ის საბიუჯეტო თანხების არასწორ ხარჯვაზე საუბრობს და აუდიტის სამსახურს მოკვლევის დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

დღის ამბები