18 იანვარი 2019,   12:43
ვრცლად
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების მორიგი ხალხმრავალი აქცია ბარსელონაში

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა მორიგი ხალხმრავალი აქცია ჩაატარეს. დემონსტრანტებმა ავტონომიის სამთავრობო დაწესებულებებში ესპანეთის პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდები  მიტინგით აღნიშნეს.

ოპერაცია წინ უძღოდა პირველი ოქტომბრის რეფერენდუმს, რომლის დროსაც მოსახლეობამ ხმა ავტონომიის ესპანეთისგან გამოყოფის სასარგებლოდ მისცა. ამავე დღეს კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სასჯელს იხდიან. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა მათი გათავისუფლება იყო.

დღის ამბები