15 ოქტომბერი 2019,   06:33
ვრცლად
პარლამენტის გადატანა კი არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმის გადატანა და გადაგდება ისტორიის სანაგვეზე - ნათელაშვილი 

ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ჩამორთმევას შალვა ნათელაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხოლოდ თბილისი განსაზღვროს საპარლამენტო ქალაქად საზოგადოების უარყოფით რეაქციას გამოიწვევს და ამ პროტესტის შედეგს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღებს.

„პარლამენტის გადატანა კი არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმის გადატანა და გადაგდება ისტორიის სანაგვეზე. რაც შეეხება პარლამენტს ის უნდა იყოს ქუთაისში. თუ ამას ვინმე ასაბუთებს ხარჯების სიდიდით, კეთილი ინებონ და ის ზღაპრული ხელფასები და პრემიები მოიკლონ, ჩამობრძანდნენ აქ დაინახონ საკუთარი თვალით თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო როგორ ცხოვრობს ხალხი.

ამ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს ქუთაისელები 28-ში გასცემენ ღირსეულ პასუხს“- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებები შედის. პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა.

ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

უკვე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შსს-ს პოლიციის აკადემია განთავსდება, თუმცა არ არის გამორიცხული რომ აღნიშნულ შენობაში 112-იც განთავსდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები