18 აპრილი 2024,   23:56
ვრცლად
არ მივიღებთ "ქართული ოცნების" დადგენილების განხილვაში მონაწილეობას - "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

"ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ დეპუტატებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შემუშავებული საკუთარი ანგარიში უკვე წარუდგინეს. 

როგორც კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის ანგარიშის მოსმენას აღარ დაესწრებიან.

„კომისიამ მიიღო დასკვნა და რეკომენდაციები. ეს დასკვნა და რეკომენდაციები არის ძალაში. ახლა შს სამინისტროსა და პროკურატურას აქვს ვალდებულება რომ ეს რეკომენდაციები შეასრულოს.

ჩვენ დავადგინეთ კონკრეტული ფიგურანტი, დავადგინეთ რომ იყო უამრავი დარღვევა რომელიც ჩადენილი იყო შს სამინისტროსა და პროკურატურის მიერ ამ ფიგურანტთან დაკავშირებით, ჩვენ დავადგინეთ მირზა სუბელიანის როლი, გამოძიების გაყალბებასა და არასწორი მიმართულებით წასვლაში და რაც მთავარია იმ ჩინოვნიკების და თანამშრომლების როლი, რომლებიც ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს და რომელთა გამოისობითაც მოხდა საქმის გამრუდება.

რა თქმა უნდა, ჩვენა ღარ მივიღებთ მონაწილეობას განხილვაში იმ დადგენილებისა, რომელსაც "ქართული ოცნება" აპირებს რომ გამოიტანოს“- განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები