20 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
შესაძლო კორუფციული გარიგებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - გივი თარგამაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ,,ევროპული საქართველო’’ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. გივი თარგამაძემ ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ივანე აბესაძის საქმე მაგალითად მოიყვანა.

თარგამაძის განცხადებით, აბესაძე სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ სააფთიაქო სფეროში დანაშაულებებსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს ფინანსურ დარღვევებზე საუბრობდა.

„ბატონმა საგანელიძემ, პრაქტიკულად, გაიმეორა და დაადასტურა ივანე აბესაძის მიერ ერთი წლის წინ გამოთქმული მოსაზრებები და ბრალდებები და აღმოჩნდა, რომ ივანე აბესაძე ერთი წლის წინ იყო სრულიად მართალი. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ასევე სხვადასხვა კონკრეტული სიტუაცია სააფთიაქო სფეროში არსებულ დანაშაულებთან დაკავშირებით,“- განაცხადა გივი თარგამაძემ.

დღის ამბები