13 დეკემბერი 2018,   04:36
ვრცლად
ბინადრობის ნებართვა - "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინა.

დეპუტატის თქმით, იმიგრაციის არსებული პოლიტიკა ქვეყნის სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას გამოიწვევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საქართველოში დროებითი და მუდმივი ბინადრობის უფლებების მიღების გამკაცრებას.

„არსებული იმიგრაციის პოლიტიკა რეალურად ქვეყანაში ქმნის სერიოზულ პრობლემებს, იწვევს გარკვეულ რადიკალიზაციას ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ საჭიროა, ქმედითი ცვლილებების განხორციელება ამ მიმართულებით,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები