24 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
ცალსახად ჩანს, რომ ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს - ეკა გიგაური

„ცალსახად ჩანს, რომ ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს ქვეყანაში და ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, გაღრმავდება იმის გამო, რომ ამ პრობლემებს არ აღიარებს დღეს მთავრობა,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, გააკეთა.

ეკა გიგაური ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, საიდანაც იკვეთება, რომ ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დროული გამოძიება მოხდეს და ამ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ სამართალდამცავმა უწყებებმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტებზე იყოს ადეკვატური რეაგირება და ძალიან მკაცრი რეაგირება იმისთვის, რომ სამომავლოდ მაღალჩინოსნება იცოდნენ, რომ ასეთი საქციელი არის დაუშვებელი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ეს პრობლემები უფრო მეტად გაგვიღრმავდება და რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება ამ პრობლემის აღმოფხვრა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები