მაჰმუდ აბასი ისრაელის ხელისუფლებას მოლაპარაკებას სთავაზობს.
განცხადება პალესტინის ავტონომიის ლიდერმა პარიზში ემანულ მაკრონთან შეხვედრაზე გააკეთა.
მაჰმუდ აბასის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია არსებული კრიზისის მოსაგვარებლად მზად არის, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს, თუ სამშვიდობო პროცესში მედიატორების როლს ევროკავშირი და არაბული ქვეყნები შეასრულებენ.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში დაიწყეს, ადმინისტრაციულ საზღვარზე შეტაკებები არ წყდება.
პარასკევის ლოცვის შემდეგ პალესტინელმა აქტივისტებმა კიდევ ერთხელ სცადეს საზღვრის გარღვევა, თუმცა, სამხედროებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ღაზაში აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს.