20 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
"უსაზღვრო ძარცვა-გლეჯვა საკუთარი, ისედაც მოტყუებული და დაჩაგრული ხალხის" - ნათელაშვილი დენის ტარიფის მოსალოდნელ გაზრდას აკრიტიკებს

„მილიარდერთა რეჟიმი კვლავ აპირებს დენის ტარიფის გაძვირებას, ამჯერად უკვე 27,5-მდე,“ - ეს განცხადება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა, გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი მსოფლიო ბანკის დასკვას ეხმაურება, რომელიც ამ დრომდე არ საჯაროვდებოდა და რომლის მიხედვითაცნ ექსპერტები დენის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავენ.

ნათელაშვილი ტარიფის მოსალოდნელ გაზრდას აპროტესტებს და პირობას დებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ტარიფი ნორმალურ ზღვარს დაუბრუნდება.

„ეს უკვე უსაზღვრო ძარცვა-გლეჯვაა საკუთარი, ისედაც მოტყუებული და დაჩაგრული ხალხის. მე ამ წუთებში, აი, ამ წამებში, კიდევ ერთხელ ვიღებ ვალდებულებას ჩემი ქვეყნის წინაშე, გაპრეზიდენტების შემდეგ ყველას დავავიწყებ დენის ტარიფის მატებას და დავიწყებ მის პროგრესულად შემცირებას ნორმალურ საზღვრამდე,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები