24 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული - ელისო კილაძე

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული პანკისობა 2018,“ - ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, პანკისის ხეობაში გააკეთა.

ელისო კილაძის თქმით, ხელისუფლებას არ ჰქონდა მორალური უფლება, რომ ჩაეტარებინა ღონისძიება „პანკისობა 2018“ მაშინ, როდესაც შვილმოკლული მამები უსამართლობას პარლამენტის წინ აპრიტესტებენ.

„ჩვენ ჩამოვედით პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად. მოგეხსენებათ, ორ კვირაზე მეტია, მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინ ზაზა სარალიძესთან და სხვა შვილმოკლულ მამებთან ერთად ეძებს სამართალს. პარალელურად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული პანკისობა 2018, რომელიც ჩაიშალა. ჩაიშალა იმ ერთსულოვნების გამო, რომელიც არის პანკისის ხეობაში,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები